კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდა.
ტურინის "იუვენტუსმა" შინ 2:1 დაამარცხა "ლიონი", თუმცა ეს გამარჯვება ტურინელებს შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებისთვის არ ეყოთ. კრიშტიანუ რონალდუს დიდებული თამაშის და 2 გოლის მიუხედავად, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად, 1/8 ფინალში გამოეთიშა.
კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში 1/8 ფინალიდან გამოვარდნა მეორეა, პირველად იგი 2010 წელს მადრიდის "რეალის" რიგებში გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას ნაადრევად. ის გუნდი, რომელმაც 2010 წელს კრიშტიანუ რონალდუ და სამეფო კლუბი სახლში გაისტუმრა, სწორედ "ლიონი" გახლდათ.