ლიონელ სკალონის არგენტინის ნაკრებში კიდევ დიდხანს სურს დარჩენა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოპა ამერიკა დასრულდა და ჩემპიონის ტიტული არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა. "ალბისელესტემ" ეს ზედიზედ მეორედ შეძლო და საკუთარი ისტორია კიდევ უფრო გაამდიდრა. არგენტინელებისთვის ბოლო პერიოდი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2022 წელს ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.
აშკარაა, რომ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინა კარგად ასპარეზობს. ფინალის მოგების შემდეგ, 46 წლის სპეციალისტმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
კონტრაქტში კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი. პრეზიდენტს უნდა ვუთხრათ, რომ კიდევ 15 წელი დამტოვოს, მე ხელს მოვაწერ. - განაცხადა სკალონიმ
🚨🇦🇷 Lionel Scaloni on his future: “For now, I have 2 more years in my contract”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 15, 2024
“We should tell the president to sign me for 15 years and I'll sign!”. pic.twitter.com/LXZfD4F8ef
სკალონი არგენტინის ნაკრებში 2018 წლიდან მუშაობს. მან "ალბისელესტესთან" ერთად 2 კოპა ამერიკა და მსოფლიო ჩემპიონატის თასი მოიგო.