Belive

ლევერკუზენი ლა ლიგის ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლევერკუზენი", რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ფენომენალურად ასპარეზობს, "ბეტისის" ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ბუნდესლიგის ლიდერმა ბორხა იგლესიასის ტრანსფერის თაობაზე, "ბეტისს" ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა. გერმანელებს ფეხბურთელის იჯარით დამატება სურთ, სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით, მაგრამ, "ბეტისი" მხოლოდ პირდაპირი გაყიდვითაა დაინტერესებული.

31 წლის ბორხა იგლესიასი "ბეტისის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში, ლა ლიგის 139 მატჩში, 39 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები