Belive

ლევერკუზენი ბუნდესლიგის ჩემპიონია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორიაში პირველად - ლევერკუზენი ბუნდესლიგის ჩემპიონია. ხაბი ალონსოს გუნდი 43 მატჩიან წაუგებელ სერიას აგრძელებს, მათ ამ შედეგით "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორეს და ერთ ნაბიჯში არიან, რომ იტალიელების მიღწევა დაამხონ.

"ლევერკუზენი" გერმანიის უმაღლესი ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა და ეს 5 ტურით ადრე ბრემენის "ვერდერის" წინააღმდეგ მოხდა. მათ მეტოქე 5:0 დაამარცხეს. პირველი გოლი ვიქტორ ბონიფაცმა გაიტანა, მეორე გრანიტ ჯაკამ, დანარჩენი სამი კი ფლორიან ვირცმა.

შეხვედრა ბოლო გოლების ეპიზოდში რამდენიმეჯერ შეჩერდა და შეხვედრის მთავარ არბიტრს 90-ე წუთამდე მატჩის მიყვანა ძალიან გაუჭირდა

"ლევერკუზენს" ბუნდესლიგის ცხრილში 29 ტურის შემდეგ 79 ქულა აქვს და მიუნხენის "ბაიერნს" 16 ქულით უსწრებს, 5 ტურში კი ამ ქულების აღმოფხვრა შეუძლებელია. შემდეგ შეხვედრას "ლევერკუზენი" 18 აპრილს ევროპა ლიგის 1/4 ფინალში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს და ხაბი ალონსოს გუნდი სწორედ აქ შეეცდება რეკორდის დამყარებას.

სხვა სტატიები