ლევანტემ გრანადა დაამარცხა | გიორგი ქოჩორაშვილმა ბოლო წამზე გაიტანა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 23 ტურის შეხვედრაში "ლევანტემ" "გრანადა" 3:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი, როგორც გიორგი ქოჩორაშვილი, ასევე გიორგი წიტაიშვილიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. ქოჩორამ ბოლო წუთზე გოლის გატანაც მოახერხა, Sofascore-მა მას 7.3 შეფასება დაუწერა, ბურთს 61-ჯერ შეეხო, 42 გადაცემა გააკეთა და ზუსტი 36 იყო (86%), კარში ერთხელ დაარტყა და გოლითაც დასრულდა, 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა 2 წარმატებული გამოდგა, 17 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 8-ში გამარჯვებული დარჩა.
გიორგი წიტაიშვილმა Sofascore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა, ის ბურთს 48-ჯერ შეეხო, 24-დან 20 გადაცემა ზუსტად შეასრულა (83%), ერთხელ კარისკენ დაარტყა, ერთხელ დარტყმულიც კი დაუბლოკეს, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა 2 წარმატებული იყო, 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 7-ში გაიმარჯვა.
FINAL #LevanteGranada 3-1
— LALIGA HYPERMOTION (@LaLiga2) January 18, 2025
🐸 ¡El @LevanteUD consigue la victoria, sigue imbatido en casa y se coloca a 1 punto del ascenso directo! #LALIGAHYPERMOTION pic.twitter.com/IACxxpWg5y
ლა ლიგა 2-ის ცხრილში "ლევანტეს" 39 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა (10 მოგება, 9 ფრე, 4 მარცხი), ხოლო "გრანადა" 34 ქულით მე-8 ადგილს იკავებს (9 მოგება, 7 ფრე, 7 მარცხი). "ლევანტე" მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს, 21:30 საათზე "დეპორტივოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, "გრანადა" კი 26 იანვარს 17:00 საათზე "ხიხონს" შეხვდება.
გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, გიორგი წიტაიშვილს 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.