Belive

ლევანტე მნიშვნელოვან თამაშს, უმნიშვნელოვანესი დანაკლისით შეხვდება

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლევანტეს" "რასინგის" წინააღმდეგ 13 ოქტომბერს, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის გუნდის უშუალო კონკურენტია, ამ დროს კი მათ სანაკრებო შესვენება დაემთხვათ, რის გამოც გუნდს შესაძლოა უმნიშვნელოვანესი ძალა დააკლდეს. ესპანური გამოცემა lasprovincias სწორედ ამ დეტალს გამოეხმაურა და დანაკლისზე ისაუბრა. სანაკრებო შესვენებაზე უდიდესი ალბათობით გიორგი ქოჩორაშვილი წავა, რომელიც საქართველოს ნაკრებში იქნება გამოძახებული და ერთა ლიგის ტურნირის ფარგლებში ითამაშებს, ჯერ 11 ოქტომბერს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთის ნაკრებთან.

არ არის გამორიცხული, რომ გუნდს გამოაკლდეს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, კარგ ფორმაში მყოფი, კარლოს ალვარესი, რომელიც შესაძლოა ესპანეთის 21-წლამდელებში იქნას გამოძახებული, მათ ევროპის საკვალიფიკაციოს ორი მატჩი აქვთ ჩასატარებელი (10 ოქტომბერს ყაზახეთთან, 15 ოქტომბერს მალტასთან).

lasprovincias-ს სტატიაში გიორგი ქოჩორაშვილზე უდიდესი ყურადღებაა გამახვილებული და წერია, რომ:

ქართველ ფეხბურთელს გუნდში უკვე დიდი გავლენა აქვს, თავისი საშემსრულებლო ოსტატობით ის "ლევანტეს" აძლიერებს. ნახევარმცველი უკვე რეგულარულად თამაშობს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინავდა და ეს ტურნირი მას დაეხმარა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ყურადღების ცენტრში უფრო მოქცეულიყო. საბოლოოდ გუნდს გიორგი ქოჩორაშვილზე ძლიერი შეთავაზება არ მიუღია და "ლევანტემ" მისი შენარჩუნება კიდევ ერთი წლით შეძლო, რადგან მომავალ ზაფხულს მეტი ფულის გამომუშავებას შეძლებს. მისი სანაკრებო შესვენებაზე წასვლა გარკვეულწილად გუნდისთვის საზიანოა, რადგან ამ დროს მეორე დივიზიონის მიმდინარეობა პაუზას არ იღებს. - lasprovincias გიორგი ქოჩორაშვილზე წერს
ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი

"ლევანტეს" "რასინგთან" გასამართ მატჩამდე, კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩანიშნული, ქართველის გუნდი 6 ოქტომბერს სახლში "ოვიედოს" მიიღებს.

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, წინა ტურის შეხვედრაში, "ალმერიას" წინააღმდეგ ქართველმა ნახევარმცველმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები