Belive

ლევანდოვსკი: ,,ჩემს ასაკს დადებით ფაქტორად მივიჩნევ, რადგან წლები გამოცდილებას მმატებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' ახალწვეულის, რობერტ ლევანდოვსკის თქმით, კატალონიურ გუნდში გადასვლა მისი კარიერისთვის ლოგიკური ნაბიჯია:
,,ვიცოდი, რომ ,,ბარსელონაში'' გადასვლა ჩემს კარიერაში ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი იყო. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობა ყოფილიყო. ამით ვამაყობ. უმაღლეს დონეზე მრავალი წელი გავატარე. ჩემს ასაკს დადებით ფაქტორად მივიჩნევ, რადგან წლები გამოცდილებას მმატებს. მიზნების მიღწევა ისევ მსურს. ჩემი მენტალიტეტი ბევრი მუშაობაა,'' - განაცხადა ლევადნოვსკიმ.
ლევანდოვსკის ტრანსფერი ,,ბარსელონამ” ოფიციალურად 19 ივლისს დაადასტურა. პოლონელმა ფეხბურთელმა კატალონიურ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 33 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში მიუნხენის ,,ბაიერნის” მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები