ლევან შენგელია ბერძნული ოფის ფეხბურთელია
ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია ბერძნული "ოფის" ფეხბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა კრეტას გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
28 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში გადასვლამდეც საბერძნეთის ჩემპიონატში, კერძოდ "პანეთოლიკოსის" რიგებში ირიცხებოდა. ლევანმა იქ 2 წელი გაატარა, რა დროშიც 56 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.
Welcome Levan! ⚫️⚪️https://t.co/siGEAfJ4Bu#oficrete #oficretefc #ofifc #greece #football #crete #monoofi #transfer #Shengelia pic.twitter.com/wSZ6pkoQu9
— OFI Crete F.C. (@OFI_Crete) August 9, 2024
კარიერა ლევან შენგელიამ გორის "დილაში" დაიწყო, შემდეგ ასპარეზობდა ქუთაისის "ტორპედოში", ბელგიურ "ტუბიცეში", ფოთის "კოლხეთში", სამხრეთ კორეის "დეჟონში", "დინამო თბილისში", თურქულ "ქონიასპორსა" და ბელგიურ "ლეუვენში".
ქართველ ფეხბურთელს ნაკრების შემადგენლობაში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლია.