Belive

ლევან კობიაშვილი: "გულშემატკივრის დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამისთვის ბევრი ვიმუშავეთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაზე, საქართველო - კოსოვო, მაყურებლის არ დაშვებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელსაც სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
"ჩვენთვის გულშემატკივარის სტადიონზე დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამის სტრუქტურებთან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ისინი კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ მატჩს დასწრებოდნენ და ბათუმის ახალ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეექმნათ. სამწუხაროდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ბათუმელი გულშემატკივარი დიდ ხანს ელოდა საკუთარ ქალაქში ეროვნული გუნდის თამაშს. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ სურვილის შესრულებას ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილ მატჩებზე შეძლებენ", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
24 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული გუნდების დაპირისპირებას, რომელიც ბათუმში, 2 სექტემბერს უნდა გაიმართოს, გულშემატკივარი არ დაესწრება.

სხვა სტატიები