ლესტერს 6 ქულა დააკლეს და ჩემპიონშიპის მე-20 ადგილზეა
კოშმარული სეზონი, ლესტერ სიტისთვის, უარესობისკენ მიდის. ქულების დაკლება მოსალოდნელი იყო, მაგრამ ასეთი ცუდი სერიის შემდეგ - და იმ დროს, როდესაც მათ მწვრთნელი არ ჰყავთ, კიდევ უფრო უარესს ხდის სიტუაციას.
ლესტერს ექვსი ქულა ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც 2023/24 წლების სეზონში 'მოგებისა და მდგრადობის' წესების დარღვევაში დაადანაშაულეს. დამოუკიდებელმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია სანქციას, რომელიც EFL-ის საბჭომ ხუთშაბათს დაამტკიცა და ლესტერი მე-17 ადგილიდან მე-20-დე დაეცა (-6 ქულა). ახლა მელიები გასავარდნ ზონაში იმიტომ არ არიან, რომ ვესტ ბრომვიჩზე უკეთესი ბურთების სხვაობა აქვთ (ჩემპიონშიპი 24-გუნდიანია).
ათი წლის წინ, ამ დღეს, ისინი პრემიერ ლიგის სათავეში იყვნენ და ტიტულისკენ მიმავალ გზაზე პოზიციას აღარ თმობდნენ. ენდი კინგი, კლუბის ლეგენდა და ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც ათი წლის წინ, იმ მშვენიერ დღეს, პრემიერლიგის თასი ასწია, შაბათს, ბირმინგემ სიტისთან სტუმრად, დროებითი მწვრთნელის რანგში, კვლავ უხელმძღვანელებს გუნდს - მისი სადებიუტო მატჩი ჩარლტონთან მარცხით დასრულდა (0:2).
🚨🚨| BREAKING: Leicester City have been handed a 6-POINT DEDUCTION for breaching Premier League financial rules. 🏴🔻
— CentreGoals. (@centregoals) February 5, 2026
[@JPercyTelegraph] pic.twitter.com/WAEUiCbunF