ლესტერმა პრემიერ ლიგის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 31-ე ტური "ლესტერისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირებით დასრულდა. "მელიებმა" შინ 0:3 წააგეს და მათი ჩემპიონშიფში დაქვეითება კიდევ უფრო რეალური გახდა, "ნიუკასლი" კი მე-5 პოზიციაზე გადავიდა.
ამ მარცხით "ლესტერმა" პრემიერ ლიგის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა - კერძოდ, "მელიები" პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 1 სეზონში საკუთარ მოედანზე 10 თამაში ისე წააგო, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო.
განვლილი 31 ტურის შემდეგ, "ლესტერი" 17 ქულით მე-19 პოზიციაზე იმყოფება და მათი გავარდნა კიდევ უფრო რეალურია, რადგან მე-17 პოზიციაზე მყოფ "ვულვზს" 15 ქულით ჩამორჩებიან, დარჩენილი კი მხოლოდ 7 ტურია.