კოპა ამერიკის მესამე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც არგენტინის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და კოპა ამერიკის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდეს.
მატჩი შეუცვლელად ითამაშა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა - ლეო მესიმ, რომლისთვისაც ეს თამაში ეროვნულ ნაკრებში 147-ე იყო და იგი გახდა მასკერანოსთან ერთად პირველი ფეხბურთელი, რომელსაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ამდენი მატჩი აქვს ჩატარებული. ლეო ამ რეკორდს შემდეგ მატჩშივე მოხსნის და გახდება ყველაზე მეტ კეპიანი ფეხბურთელი არგენტინის ნაკრების ისტორიაში (148).
ლეო მესი ამ რეკორდს 29 ივნისს მოხსნის, სადაც არგენტინის ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის მე-4 ტურში ბოლივიას დაუპირისპირდება.