Belive

"ლეო მესის მამა ხორხე მესი გარდაიცვალა" - არგენტინული მედია

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესის მამა ხორხე მესი გუშინ საღამოს 10 საათზე გარდაიცვალა, ის არგენტინის ქალაქ როსარიოს კლინიკაში იმყოფებოდა, ინფორმაციას არგენტინული მედია Info bae აქვეყნებს.

წყაროს ცნობით ხორხე მესი, 68 წლის იყო და ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა. აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინაც გავრცელდა ჭორები, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მესის ოჯახმა ვრცელი განცხადებაც გამოაქვეყნა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამჯერად როგორც ჩანს ეს სამწუხარო ამბავი სიმართლეა, რადგან ავტორიტეტული გამოცემები ხორხე მესის გარდაცვალების ამბავს აქვეყნებენ.

სხვა სტატიები