Belive

ლეო მესი პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი პარიზულ გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ინფორმაციას ჟურნალისტი ჟერარ რომერო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელმა ,,პსჟ-სთან'' ახალი კონტრაქტის გაფორმება მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გადაიფიქრა.

ლეოსთვის, რომელსაც ,,პარი სენ ჟერმენთან'' ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს, პარიზში დარჩენა პრიორიტეტი არ არის.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პსჟ-ის” მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები