ლაზარე კუპატაძე გონიოში ითამაშებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
28 წლის ქართველი მეკარე, ლაზარე კუპატაძე, საქართველოს მესამე ლიგის გუნდის "გონიოს" კარს დაიცავს. კონტრაქტის პირობები შეთანხმებული და ხელმოწერილია, ძალაში კი 2025 წლის იანვრიდან შედის. ლაზარეს პრეზენტაციას გულშემატკივარი 12 სექტემბერს იხილავს.
კუპატაძეს აქამდე თბილისის "ლოკომოტივში", "საბურთალოში" (ახლა "იბერია"), "ჟენესსა" და ბათუმის "დინამოში" უთამაშია. 2016 წლიდან იცავდა 21-წლამდელთა ნაკრების კარს, სადაც 13 შეხვედრა ჩაატარა, ეროვნული გუნდის მაისურით კი 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.