Belive

ლაუტარო მარტინესი ერთ თვეს გამოტოვებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ინტერის არგენტინელი შემტევი ლაუტარო მარტინესი ტრავმირებულია. 28 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე დაზიანება მიიღო. კერძოდ, წვივის ქვედა ნაწილში კუნთი გაიწყვიტა და მოსალოდნელია, რომ ერთ თვეს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე იტალიური და ასევე უცხოური გამოცემა ავრცელებს.

View this post on Instagram

A post shared by DAZN Football (@daznfootball)

ლაუტარო დაახლოებით 5 მატჩს გამოტოვებს, რომელიც ბოდოსთან ჩემპიონთალიგურ შეხვედრას და მილანურ დერბისაც მოიცავს.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა ინტერის მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები