ლაშა სილაგავა: "შუქურას და დინამოს მატჩში მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"რაც შეეხება "შუქურასა" და "დინამო თბილისს" შორის გამართული შეხვედრის პენალტის ეპიზოდს, აქ მსაჯის გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგანაც გიორგი ჩელებაძემ ცრუ მოძრაობა გააკეთა გამორბენის დასრულების შემდეგ, ანუ როდესაც ბურთთან დადგა ფეხი და დარტყმამდე პაუზა გააკეთა. ასეთ დროს მსაჯი ვალდებულია დანიშნოს თავისუფალი დარტყმა და გააფრთხილოს მოთამაშე ყვითელი ბარათით. ეს არც ისე ახალი წესია. მნიშვნელობა არ აქვს ბურთი გავა კარში თუ არა", - თქვა ლაშა სილაგავამ ჩვენთან საუბრისას.https://www.live.ge/erovnuli-liga/giorgi-chelebadze-matchis-shemdeg-msajma-akhali-tsesi-amikhsna-masthan-pretenzia-ar-maqvs/