Belive

ლაშა სალუქვაძე: ,,საქართველოს ნაკრებს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდ ტურნირებზე გასასვლელად იბრძოლოს''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლაშა სალუქვაძემ, ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში შეაფასა:

,,კონკურენცია ძალიან დიდი იყო - ესპანეთი ევროპული ფეხბურთის გრანდია, ნორვეგიასაც ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავდა. ასეთ დონეზე თამაში რთულია. ჩვენ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლონ. ახლა ასე გამოვიდა...

საქართველოს ნაკრების ასპარეზობა მომეწონა, ბიჭები კარგად თამაშობენ, თუმცა ჯერ კიდევ დროა საჭირო. ალბათ, კიდევ ორი წელიც და უკეთესი გუნდი გვეყოლება, რადგან ფეხბურთელები ახალგაზრდები და ნიჭიერები არიან.'' - ლაშა სალუქვაძე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. ვილი სანიოლის გუნდს ესპანეთმა, შოტლანდიამ და ნორვეგიამ აჯობეს.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი მონაწილე 2024 წლის მარტში, შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში გაირკვევა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

ჩვენი გუნდი 21 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში (26 მარტს) საბერძნეთს ან ყაზახეთს დაუპირისპირდება.