ლაშა ნოზაძე: "მხოლოდ ნახევარი საქმე გვაქვს გაკეთებული, თუმცა თავს არც რუმინეთში შევირცხვენთ"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მინდა ჩვენს ფეხბურთელებს იმ თავდადებისთვის, რაც მოედანზე გამოავლინეს, მადლობა გადავუხადო. მადლობა გულშემატკივარს, რომლის თანადგომითაც ამ შედეგს მივაღწიეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ, თუმცა კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო და უფრო დიდი ანგარიშით მოგება. ბიჭებმა ძალიან დიდი კონცენტრაცია გამოავლინეს და ამის ხარჯზე მოიგეს, არ ვფიქრობ რომ ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმია და ამ გუნდს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ბიჭებს ჯერ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. ჯერ არაფერი დასრულებულა, მხოლოდ ნახევარი საქმეა გაკეთებული და წინ ერთი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. ცხადია, რუმინეთში რთული მატჩი გველის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თავს იქაც არ შევირცხვენთ. ჩვენს გუნდს რესურსი აქვს და მე ამ ბიჭების წარმატების მჯერა. ცხადია, ყოველთვის არსებობს გაძლიერების შესაძლებლობა, თუმცა მჯერა, რომ ამ რესურსითაც შეგვიძლია ამ ეტაპის გადალახვა", - თქვა ლაშა ნოზაძემ.საპასუხო შეხვედრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 28 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.