Belive

ლაშა დვალმა უნგრეთის საუკეთესო კლუბი დატოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლაშა დვალმა უნგრეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "ფერენცვაროში" დატოვა. Live.ge-სთვის არსებული ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უნგრულმა გამომცემებმაც დაადასტურეს. 27 წლის ფეხბურთელმა "ფერენცვაროშში" სამწელიწადნახევარი გაატარა და 4-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი, ერთხელ კი თასის მოგება მოახერხა. 63 ჩატარებულ შეხვედრაში მან 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, თუმცა ბოლო სეზონში მას საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონია, რაც კლუბის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ. როგორც ფეხბურთელის აგენტი, ლაშა ოდილაძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობს, დვალს პოლონეთის და უნგრეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი სხვადასხვა კლუბები იწვევენ.  

სხვა სტატიები