ფრანგული მედიის ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ კონტრაქტის გაწყვეტა და კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისი დემოტივირებისა და კარიერის დასრულების მიზეზი გახდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ დიარა საფეხბურთო სამყაროს ჩამოშორდება და მთელ ყურადღებას ენერგეტიკული სასმელების ბრენდის, Heroic Sport-ის განვითარებაზე გადაიტანს.