ლაპორტა: ,,ჩემთვის მესი კრუიფისა და მარადონას ნაზავია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ისაუბრა საუკეთესო ფეხბურთელებზე, რომლებსაც კატალონიურ გუნდში უთამაშიათ:
,,კამპ ნოუ ჩემი ცხოვრებაა. აქ 4 წლის ასაკიდან დავდივარ. ,,ბარსელონას'' გულშემატკივრები ყოველთვის პრივილეგირებულები იყვნენ. ჩვენ ვნახეთ კრუიფი, მარადონა, შუსტერი, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, რომარიო, სტოიჩკოვი.
საუკეთესო მესი იყო, ჩემთვის ის კრუიფისა და მარადონას ნაზავია,'' - განაცხადა ლაპორტამ.
ლეო მესი ,,ბარსელონაში'' 2004-2021 წლებში თამაშობდა. არგენტინელის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 778 შეხვედრაში 672 გოლი და 303 საგოლე გადაცემაა.
🗣️ Laporta: “For me, Leo Messi is the best! He is a mix of Cruyff and Maradona.” pic.twitter.com/KrjAJiu78n
— Barça Worldwide (@BarcaWorldwide) May 26, 2023