Belive

ლაპორტა: ,,ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თქმით, გუნდის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორებულია:

,,ჩვენი კლუბის ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. მთელი პროცესი გუნდის გადარჩენასა და მის აღდგენას დაეთმო. ახლა დიდი კონტრაქტების გაფორმება შეგვიძლია.

დეკუსთან ერთად სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის ვმუშაობთ და ეკონომიკური სიახლეების შესახებ მალე გამოვაცხადებთ. რამდენიმე ახალ ინვესტორთან თანამშრომლობა უკვე გადაწყვეტილია. Nike-თან პირობების ჩვენთვის სასარგებლოდ შეცვლის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ჟოან ლაპორტა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ,,ბარსელონა'' რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს. ფლიკის გუნდის ერთ-ერთი სამიზნე ესპანეთის ნაკრებისა და ,,ბილბაოს'' შემტევი ნიკო უილიამსია.

კატალონიური კლუბი 31 ივლისს ამერიკულ ტურნეს დაიწყებს და აშშ-ში ,,მანჩესტერ სიტის'', მადრიდის ,,რეალისა'' და ,,მილანის'' წინააღმდეგ 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

სხვა სტატიები