Belive

"ლანსი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს" - ფრანგული გამოცემა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული გუნდი "ლანსი" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა La Voix du Nord აქვეყნებს. ქართველი ფორვარდი "აიაქსიდან" უკვე ოფიციალურად წავიდა და იგი "მეცის" საკუთრებაა, მაგრამ მისი ამჟამინდელი გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდა. გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ უფრო და უფრო მეტი იწერება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით "მონაკო" თითქოს ძალიან ახლოს იყო ჟორჟის ტრანსფერთან, მაგრამ როგორც ფრანგული გამოცემა იტყობინება დღეს "ლანსი" უფრო აქტიურია, ვიდრე სხვა დანარჩენი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში "მონაკო" 67 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო "ლანსმა" სეზონი 51 ქულით და მე-7 ადგილით დაასრულა და კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

სხვა სტატიები