Belive

ლამპარდი: ,,ჩელსის ხელმძღვანელობა ვერ დავარწმუნე, რომ ბელინგემში 20 მილიონის გადახდა ღირდა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჩელსის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდა, განაცხადა, რომ ლონდონურ გუნდში ჯუდ ბელინგემის მიყვანა სურდა:

,,როცა ჩელსის მთავარ მწვრთნელად დავინიშნე (პირველად), გუნდში ჯუდ ბელინგემის მოყვანა ძალიან მინდოდა.

თუმცა, ხელმძღვანელობა ვერ დავარწმუნე, რომ ამ ასაკის ფეხბურთელში 20 მილიონი ფუნტის გადახდა ღირდა.'' - ფრენკ ლამპარდი

ბელინგემი გასულ ზაფხულს ,;დორტმუნდიდან'' ,,რეალში'' გადავიდა. ,,სამეფო გუნდმა'' 20 წლის ინგლისელში 103 მილიონი ევრო გადაიხადა.

მიმდინარე სეზონში ბელინგემის ანგარიშზე მადრიდული კლუბის მაისურით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 13 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ჯუდი რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები