Belive

ლალანა პრემიერლიგის აუტსაიდერ გუნდში გადავა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ადამ ლალანას კარიერა "ლივერპულში" დასრულდა. "საუთჰემპტონიდან" 34 მილიონ ევროდ შეძენილი ინგლისელი 1-ლი აგვისტოდან თავისუფალი აგენტი ხდება. 32 წლის ნახევარმცველი კარიერას "ბრაიტონში" გააგრძელებს. ლალანამ მომავალ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას არაერთი ინგლისური გამოცემა ადასტურებს. თავდაპირველად დაიწერა, რომ ლალანა კვლავ "წმინდანებს" დაუბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ადამმა გადასვლა "ბრაიტონში" ამჯობინა. ლალანა "ლივერპულში" 2014 წლის შემდეგ თამაშობდა. ამ დროში მან მერსესაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგის, უეფას სუპერთასისა და FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. ინგლისელმა ფეხბურთელმა "ლივერპულში" 178 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 22-22 გოლი და ასისტია.

სხვა სტატიები