Belive

ლაკაზეტი რეიმსთან მატჩს გამოტოვებს | ძირითადის შანსი მიქაუტაძეს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიონის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, პაულუ ფონსეკამ, "რეიმსთან" გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა. პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ეს პირველი საშინაო თამაში იქნება ფრანგულ კლუბში. განაცხადში ვერ მოხვდა ალექსანდრ ლაკაზეტი, რაც სავარაუდოდ, გიორგი მიქაუტაძეს გაუხსნის გზას ძირითად შემადგენლობაში.

ფონსეკამ განაცხადა, რომ ლაკაზეტს ტრავმა აწუხებს - ფრანგმა ფორვარდმა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა. მისი თამაშის შანსი მომავალ კვირას, "მონპელიეს" წინააღმდეგ არსებობს, იქამდე კი ეს შესაძლებლობაა ქართველი თავდამსხმელისთვის, რომ ახალ მწვრთნელს დაუმტკიცოს, რომ ძირითად თერთმეტეულში ადგიილს იმსახურებს.

სხვა სტატიები