Belive

ლაკაზეტი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონის ყოფილი თავდამსხმელი, ალექსანდრ ლაკაზეტი საუდის არაბეთში გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფრანგი შემტევის მომავალი კლუბი ნეომი იქნება, რომელმაც გასულ სეზონში არაბეთის რანგით მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა.

მხარეებს შორის კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია და 34 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

გასულ სეზონში ლაკაზეტმა ლიონის მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • 1965 წელს დაარსდა საფეხბურთო კლუბი ალ-სუქორი, რომელსაც 2023 წელს, არაბეთის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნეომი დაერქვა.

  • გუნდმა 2023-2024 წლების სეზონში საუდის არაბეთის რანგით მე-3 ლიგა მოიგო, გასულ სეზონში კი - პირველი დივიზიონი (რანგით მე-2 ლიგა).

სხვა სტატიები