Belive

ლაიფციგის მცველი ვინისიუსზე: ,,ჩვენი ფეხბურთელი ასე რომ მოქცეულიყო, 100%-ით გააძევებდნენ''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლაიფციგის'' მცველმა, ბენჟამინ ჰენრიქსმა, მადრიდის ,,რეალთან'' გამართული მატჩი შეაფასა. გერმანელი ვინისიუსსა და ორბანს შორის მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა, რომლის შემდეგაც ,,სამეფო გუნდის'' შემტევი ყვითელი ბარათით დაისაჯა:

,,თუ 180-ვე წუთს ავიღებთ, ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა. არ ვიცი, გოლი როგორ გაგვიტანეს... შანსები ვერ გამოვიყენეთ.

პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ, მაგრამ ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო. უბრალოდ, არ უნდა გავვარდნილიყავით!

ვინისიუსი? ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი მეტოქეს ყელში რომ სწვდომოდა, 100%-ით გააძევებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა...'' - ბენჟამინ ჰენრიქსი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ,,რეალსა'' და ,,ლაიფციგს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვება ,,სამეფო გუნდს'' დარჩა (2:1) და მეოთხედფინალში გავიდა.

სხვა სტატიები