ლა ლიგის 5 ფეხბურთელი, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე სიამოვნებით ვიხილავდით
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
ინიაკი უილიამსი
"ატლეტიკის" ფორვარდმა კონტრაქტი გასულ ზაფხულს, 2028 წლამდე გაახანგძლივა. ინაკის გამოსასყიდი თანხა 135 მილიონ ევროს შეადგენს. როდესაც უილიამსი ფორმაშია, მისი შეჩერება მცველებისთვის ურთულესი ხდება. 24 წლის ესპანელს წარმოუდგენელი სისწრაფის განვითარება შეუძლია. საერთაშორისო ტურნირებზე ინაკის თამაში პრაქტიკულად არ უწევს.
ნაბილ ფეკირი, ბეტისი
ფეკირის ტრანსფერი "ლიონიდან" "ბეტისში" საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა ფრანგი ფეხბურთელით "ლივერპული" ინტერესდებოდა. მსოფლიო ჩემპიონმა ლა ლიგის სადებიუტო სეზონში ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. საინტერესოა, რომ "რეალ მადრიდის" მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ფეკირის თამაშის დიდი თაყვანისმცემელია. ნაბილის ერთ-ერთი განსაკუთრებული მასასიათებელი ბურთთან შეხების სიმსუბუქეა. თითქოს, მას ბურთის მიღება ჯადოსნურად შეუძლია.
ინიგო მარტინესი, ატლეტიკი
ინიგო "ატლეტიკს" 2018 წლის იანვარში, 28 მილიონ ევროდ შეუერთდა. ესპანელი მცველი ბილბაოელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მარტინესი "ატლეტიკის" დაცვის კედელია, რასაც მოწმობს ის, რომ მადრიდული კლუბების - "ატლეტიკოსა" და "რეალის" შემდეგ "ატლეტიკს" ყველაზე ცოტა, 23 გოლი აქვს გაშვებული. ამავდროულად, გადადებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერხიო რამოსის მეწყვილედ მარტინესი ხშირად გამოიყენებოდა. "ატლეტიკი" მიმდინარე შედეგებით ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
მარტინ ოდეგორი, სოსიედადი
"რეალისა" და "სოსიედადის" ფანებს ძალიან აინტერესებთ, სად გაატარებს ოდეგორი მომდევნო სეზონს. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელის დებიუტი "ბლანკოსში" 16 წლის ასაკში შედგა, მას შემდეგ კი მარტინი სხადასხვა გუნდში გაანათხოვრეს. თულია არ მოგეწონოს ის, რასაც მარტინი მარცხენა ფეხით აკეთებს. ახლანდელი შედეგებით "სოსიედადი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ახალგაზრდა ნახევარმცველის ნახვა კი ამ ტურნირზე ძალიან საინტერესო იქნება.
