"კვერნაძემ აშკარად მოუმატა გაბედულებასა და ხასიათის სიმტკიცეში" - ვინჩენცო ვივარინი
ფროზინონეს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო ვივარინიმ, რომელსაც გიორგი კვერნაძესთან მცირე ხნით მოუწია მუშაობა, ქართველ ფეხბურთელზე Retesport-თან ისაუბრა და მის კარგ საფეხბურთო მახასიათებლებს ხაზი გაუსვა
ჟურნალისტი: რას იტყვით კვერნაძეზე? გაკვირვებული ხართ მისი ასეთი წარმატებული ასპარეზობით?
ჩვენ გვჭირდებოდა სწრაფი გარემარბი - მოთამაშე, რომელიც გამოირჩეოდა სისწრაფითა და ფიზიკური დინამიკით. გვიდო ანჯელოციმ (სპორტული და ტექნიკური დირექტორი ვივარინის დროს) ის ჯერ კიდევ წინა წელს გაიცნო, მან დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ფეხბურთელი სრულფასოვნად ეყიდათ და გუნდში დაეტოვებინათ. სერია A-ში მისი წარმატებული თამაში არ მიკვირს. ის თავიდანვე გამოირჩეოდა ინიციატივობითა და სისწრაფით. მას სხვებზე უკეთესი აჩქარების უნარი ჰქონდა, ახლა კი, აშკარად მოუმატა გაბედულებასა და ხასიათის სიმტკიცეში. ის უფრო თავდაჯერებული გახდა და ახლა სრულად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს. - ვინჩენცო ვივარინი - ფროზინონეს ყოფილი მთავარი მწვრთნელი
ჟურნალისტი: მოერგება თუ არა ის იდეალურად გასპერინის საფეხბურთო სტილს?
ალვინის (ფროზინონეს ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი) ხელმძღვანელობით ის ბევრს მუშაობს კონტრშეტევებსა და ვერტიკალურ ფეხბურთზე, რითაც თავდამსხმელებს მოქმედებისთვის დიდ სივრცეს უქმნის. გასპერინის გუნდში მას შეუძლია, სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი. ორივე მწვრთნელი მსგავს მიდგომას იყენებს მაშინ, როცა ბურთი მეტოქესთანაა - პერსონალურ მეურვეობას. თუმცა, ალვინის გუნდი, შესაძლოა, შეტევის წამოწყებას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ეს ფროზინონეში ხდებოდა. ამასთანავე, კვერნაძეს ჯერ კიდევ აქვს განვითარების დიდი რესურსი - განსაკუთრებით შევიწროებულ სივრცეებში თამაშისა და სწრაფი კომბინაციური ფეხბურთის კუთხით. მჯერა, რომ მას აქვს პოტენციალი, წარმატებით ითამაშოს სერია A-ში, თუნდაც ტოპ-კლუბებში. - ვინჩენცო ვივარინი - ფროზინონეს ყოფილი მთავარი მწვრთნელი
🔴Esclusiva #Retesport#Vivarini (ex allenatore #Kvernadze a Frosinone): "Quando lo allenai mostrò subito una grandissima fisicità e grande spunto, ora mi sembra maturato anche caratterialmente. E' pronto per il salto in una big come la #Roma"https://t.co/DigaojDCqF
— Retesport 104.2fm (@ReteSport) November 10, 2026
ფროზინონეს იტალიის სერია A-ში 20 ქულა აქვს (6 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი) და მე-6 პოზიციაზეა). გიორგი კვერნაძეს კი ყველა ტურნირის ეგიდით 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
იტალიის სერია A-ში კვერნაძეს 3 გოლი და 4 ასისტი აქვს.