Belive

კვერკველიას გუნდის პირველი მოგება - რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა მცველმა?

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის პროფეისონალური ლიგის მე-5 ტურში სოლომონ კვერკველიას ,,ალ ახდუდმა'' ,,ერ რიადთან'' სტუმრად 1:0 იმარჯვა.

ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 7,3-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც მატჩში მხოლოდ 3 ფეხბურთელს ჩამორჩა.

კვერკველია ბურთს სულ 56-ჯერ შეეხო, 6-დან 4 დუელი მოიგო (4-დან 4 საჰაერო) და 49-დან 34 სწორი პასი გააკეთა (69%).

,,ალ ახდუდმა'', რომელიც 5 ტურის შემდეგ 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო.

სოლომონის გუნდი მომავალ შეხვედრას 14 სექტემბერს, ,,ალ იტიჰადის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები