Belive

კვეკვესკირი: "ჩვენი თამაში ვიპოვეთ და თავდაჯერება მოგვემატა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს შინ, შვეიცარიასთან ჩაატარებს. აღნიშნულ შეხვედრამდე ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა. "გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება  მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება. ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია," - თქვა ნიკა კვეკვესკირმა. საქართველოსა და შვეიცარიას შორის მატჩი შაბათს 6 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება.

სხვა სტატიები