Belive

კურტუა მთელ სეზონს გამოტოვებს - ბელგიელმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მეკარემ, ტიბო კურტუამ, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბელგიელმა მარჯვენა მუხლის მენისკი გაიწყვიტა და ვარჯიში ტირილით დატოვა.

დიდი ალბათობით, 31 წლის მეკარე მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს. ეს კურტუასთვის დიდი დარტყმაა, რადგან ის 2023 წლის ზაფხულში მიღებული ტრავმის შემდეგ, მოედანზე დასაბრუნებლად ემზადებოდა.

ბოლო პერიოდში ,,რეალის'' კარს ანდრეი ლუნინი იცავს, რომელმაც ძირითადი შემადგენლობიდან კეპა არიზაბალაგა ამოაგდო.

სხვა სტატიები