Belive

კუმანმა დე ლიხტს რჩევა მისცა - ლივერპული, ბარსელონა თუ მანჩესტერ იუნაიტედი?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსის" ახალგაზრდა კაპიტნის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. არაერთი გავლენიანი გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მატეის დე ლიხტი "აიაქსს" დატოვებს. ახალგაზრდა ჰოლანდიელმა მცველმა ამსტერდამელთა რიგებში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. აღნიშნულიდან გამომდინარე დე ლიხტის გაფორმებით, ევროპული ფეხბურთის ფლაგმანები "ლივერპული", "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" ინტერესდებიან. გადაწყვეტილების მიღებამდე, მატეის დე ლიხტს რონალდ კუმანი დაელაპარაკა და მას რჩევა მისცა. "მომავალთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებაზე მატეისს გასულ კვირას შევხვდი და ვესაუბრე, თუცმა საუბრის დეტალებს ვერ გაგიმხელთ." "ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყოველთვის ვურჩევ, რომ მომავალთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღონ. მათთვის უმთავრესია სათამაშო დრო. მნიშვნელოვანია თითოეული წუთი, რადგანაც ამ დროის განმავლობაში ისინი საკუთარ შესაძლებლობებს აუმჯობესებენ." "კლუბის სათამაშო სტილი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაწყვეტილების მიღების წინ. მატეისი, მისი ოჯახი, აგენტი და გარემოცვა საუკეთესო გამოსავალს მიიღებენ", - აღნიშნა რონალდ კუმანმა.

სხვა სტატიები