Belive

კუმანი - მესისთან ერთად ბარსელონა უკეთესია, ვიდრე მის გარეშე

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბაიერნთან" განცდილი გამანადგურებელი ანგარიშით (8:2) მარცხის შემდეგ, კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტი რონალდ კუმანმა ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ ლეო მესი "ბარსელონას" დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო - არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დარჩენა გადაწყვიტა. კუმანის მტკიცებით, მესისთან ერთად "ბარსელონა" უკეთესი გუნდია, ვიდრე მის გარეშე. "კლუბთან არსებული პრობლემების მიუხედავად, მესიმ დამარწმუნა, რომ ის არის სუპერვარსკვლავი, რომელსაც უამრავი ტიტულის მოგება და უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გაგრძელება სურს. მესისთან ერთად "ბარსელონა" იყო და კვლავ იქნება უკეთესი გუნდი - ვიდრე მის გარეშე. როდესაც ბარსელონაში ჩამოვედი მითხრეს, რომ მესი უკმაყოფილოა. მის სახლში საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა და ყველაფერი დეტალურად განვიხილეთ. პირდაპირ ვუთხარი, რომ მე მხოლოდ მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესება შემეძლო - მაგრამ პრობლემებს, რომელიც მას კლუბის მესვეურებთან გააჩნდა მე ვერ მოვაგვარებდი. პირველივე დღიდან ვამბობ, რომ ის საუკეთესოა. მართალია ზაფხულში კლუბთან პრობლემები ჰქონდა მაგრამ ახლა თავდაუზოგავად შრომობს და ცდილობს კლუბის წარმატებაში ლომის წვლილი დაიდოს. რამდენიმე თამაშში მესის იღბალმა უმტყუნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს მას უამრავი გოლი ექნება გატანილი. დასამალი არაა, რომ უკვე უამრავი ქულა დავკარგეთ - თამაშებში, რომლებშიც შეგვეძლო სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. პრობლემების აღმოფხვრა და შედეგის გაუმჯობესება გვსურს, რისთვისაც თავდაუზოგავად ვშრომობთ", აღნიშნა რონალდ კუმანმა.  

სხვა სტატიები