Belive

კრუნიჩი სტამბოლში მიემგზავრება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ფენერბაჰჩესა" და "მილანს" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რადე კრუნიჩი უახლოეს საათებში თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, რადე კრუნიჩი ამ წუთებში კერძო თვითმფრინავით სტამბოლში მიფრინავს, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

30 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი "მილანის" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა და ამ დროის განმავლობაში, "როსონერის" მაისური სერია A-ს 101 შეხვედრაში მოირგო.

სხვა სტატიები