კროოსი კარიერას ასრულებს - გერმანელი რეალის ფანებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტონი კროოსი პროფესიონალურ ფეხბურთს დაემშვიდობება. 34 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევრო 2024-ის შემდეგ, კარიერას დაასრულებს.
ტონი კროოსის საკლუბო კარიერის ყველაზე წარმატებული წლები მადრიდის "რეალს" უკავშირდება - კროოსმა "სამეფო კლუბის" მაისური 2014 წელს მოირგო და ამ დროის განმავლობაში ლა ლიგის 305 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ტონი კროოსმა "რეალთან" ერთად, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის 4-4 ტიტული მოიგო და "ბლანკოსის" ფანებს ემოციური წერილით დაემშვიდობა.
🚨 Toni Kroos letter to Real Madrid fans: “As I have always said: Real Madrid is and will be my last club”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 21, 2024
“July 17th, 2014 - the day of my presentation at Real Madrid, the day that changed my life. My life as a footballer - but especially as a person. It was the start of a new… pic.twitter.com/bQPlx6bxFC
როგორც ყოველთვის ვამბობდი: მადრიდის რეალი არის და იქნება უკანასკნელი კლუბი, რომელშიც ვითამაშებ. 2014 წლის, 17 ივლისი - დღე, როდესაც "რეალში" ჩემი წარდგენა შედგა და დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როგორც ფეხბურთელისა და განსაკუთრებით, როგორც ადამიანის. ეს იყო ჩემი ცხოვრების ახალი ფურცლის დაწყება მსოფლიოს უდიდეს კლუბში.
10 წლიანი კარიერის შემდეგ, მიმდინარე სეზონის ბოლოს ეს თავი დაიხურება. ეს წარმოუდგენელი ისტორია არასდროს დამავიწყდება. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულთბილად დამხვდა და ჩემი შესაძლებლობების ირწმუნა. მაგრამ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ უძვირფასეს მადრიდისტებს, იმ განსაკუთრებული სიყვარულისა და სითბოსთვის, რომელსაც პირველივე დღიდან იჩენდით. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჩემი როგორც პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დასრულდება.
ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან ვთვლი, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად იდეალური დრო შევარჩიე. ყოველთვის გამაჩნდა იმის ამბიცია, რომ კარიერა დამესრულებინა, იმ დროს, როდესაც ფორმის პიკში ვიქნებოდი. ჰალა მადრიდ. - ტონი კროოსი.
შეგახსენებთ, ფენომენალური საკლუბო კარიერის ფონზე, კროოსს არანაკლებ შთამბეჭდავი სანაკრებო კარიერა ჰქონდა. 34 წლის ნახევარმცველმა "ბუნდესტიმის" ღირსება 108 შეხვედრასი დაიცვა და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა.