Belive

კროოსი: ,,გერმანიის ნაკრებს თავდაჯერებულობა აკლია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ, გერმანიის ეროვნული ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა:

,,გასულ წელს ოპტიმისტურად განწყობილი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ვფიქრობ, ბოლო დროს სიტუაცია დიდად არ გაუმჯობესებულა. იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის კარგი წილისყრა იქნება.

ხშირად საუბრობენ მენტალიტეტზე და ასე შემდეგ... ვფიქრობ, ნაკრებს თავდაჯერებულობა აკლია და ახლა გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი არ არის, ვისაც ამის შეცვლა შეუძლია. ჩვენს თამაშს მონდომება და ნამდვილი ბრძოლა აკლია. ასეთ დროს ძალიან, ძალიან რთულია, რომ ოპტიმიზმი შეინარჩუნო,'' - კროოსის სიტყვებს ევროსპორტი ციტირებს.

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 4 ამხანაგური მატჩიდან 3 წაგოო, 1 კი ფრედ დაასრულა. ,,ბუნდესგუნდი'' გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა.

2024 წელს ევროპის ჩემპიონატს სწორედ გერმანია უმასპინძლებს. ტურნირი 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები