Belive

კროოსი ბელინგემზე: ,,ჩვენ გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ მოვიდა და მისი კარიერა დასამარდა''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალის'' ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, მადრიდულ გუნდში ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი შეაფასა. გერმანელმა, ნახევარმცველზე საუბრისას, სავარაუდოდ, ედენ აზარზე მიანიშნა:

,,103-მილიონიანი ტრანსფერი? ჩვენ უკვე გვყავდა ფეხბურთელი, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ მოვიდა და მისი კარიერა პირდაპირი მნიშვნელობით დასამარდა. ვფიქრობ, ყველა იტყვის, რომ ეს არც ისე კარგი ტრანსფერი იყო... მაგრამ, მოდით, ახლა პოზიტიურად ვიფიქროთ,'' - კროოსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

აზარი ,,რეალში'' 2019 წელს 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ბელგიელმა ,,სამეფო გუნდის'' მაისურით სულ 76 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

დღეს მადრიდულმა გრანდმა ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი დაადასტურა. ,,რეალმა'' ინგლისელში 103 მილიონი ევრო გადაიხადა.

სხვა სტატიები