Belive

კრისტიან პულისიჩი აშშ-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრისტიან პულისიჩმა ლენდონ დონოვანის რეკორდი დაამხო და აშშ-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა.

დაჯილდოების ცერრემონიის ნაცვლად, გადაწყვეტილება თემატური ვიდეოს საშუალებით გამოცხადდა, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში და X-ზე განთავსდა. ჯილდოს სხვა ნომინანტები ფოლარინ ბალოგუნი, რიკარდო პეპი, მეტ ტერნერი და იუნუს მუსა იყვენენ.

ჩემთვის პატივია ამ ჯილდოს მეოთხედ მოგება. ეს იყო წარმოუდგენელი სეზონი ჩემთვის. ყოველთვის მსიამოვნებს ნაკრებთან ერთად თამაში და მეტი ტიტულის მოპოვება. რა თქმა უნდა, მილანში ჩამოსვლამ ეს წელი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. მადლობელი ვარ, რომ ასეთი ჯილდო მოვიგე. თუმცა ნებისმიერი ნომინანტი იმავეს იმსახურებდა. ვამაყობ იმით, თუ რამდენად შორს წავიდა ჩვენი ნაკრები და მოუთმენლად ველოდები იმ ტურნირებს, სადაც ყველა დაინახავს აშშ-ის ნამდვილ ძალას. - განაცხადა კრისტიან პულისიჩმა

25 წლის ასაკში დონოვანის რეკორდის დამხობა არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი პულისიჩს ისტორიაში საუკეთესო ამერიკელ ფეხბურთელად მიიჩნევს, 2023 წელს პულისიჩმა ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩში ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა - შესანიშნავი დაბრუნება შეზღუდული სათამაშო დროში. აშშ-ის ნაკრები 2024 წლის კოპა ამერიკაზე დიდ იმედებს ამყარებს. მათ ექნებათ შანსი, რომ დაამტკიცონ, რამდენად პროგრისერებადია ეს გუნდი, დაწყებული ჯგუფური ეტაპით, სადაც ურუგვაის ნაკრებთანაც მოუწევთ ძალების მოსინჯვა.