Belive

კრისტიან კივუ სერია A-ს გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანი რუმინელი ფეხბურთელი, კრისტიან კივუ იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

44 წლის სპეციალისტი "პარმას" ჩაიბარებს და ეს მისთვის, როგორც მთავარი გუნდის მწვრთნელისთვის სადებიუტო გამოცდილება იქნება. აქამდე, კივუს მხოლოდ ახალგაზრდულ სისტემაში აქვს ნამუშევარი. ამ პოზიციაზე აქამდე ფაბიო პეკი მუშაობდა.

კრისტიან კივუს სამწვრთნელო გამოცდილება სრულად მილანის "ინტერს" უკავშირდება, რომელშიც მან 2018 წლიდან 2024 წლამდე იმუშავა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს უხელმძღვანელა, 2022 წელს კი პრიმავერას ჩემპიონატის (იტალიის ახალგაზრდული ლიგა) ტრიუმფი იზეიმა.

კრისტრიან კივუ ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში რუმინეთის გარეთ "აიაქსის", "რომას" და მილანის "ინტერის" შემადგენლობაში თამაშობდა და სხვა უამრავ ტურნირთან ერთად 2004 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.