კრისტიან ატსუ ჯერ კიდევ არ უპოვიათ
6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ფეხბურთელი კრისტიან ატსუ კვლავ დაკარგულად ითვლება.
ჰათაიში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ის საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც განელი ფეხბურთელი იმყოფებოდა დაინგრა და სპორტსმენი ნანგრევებში მოყვა. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა კრისტიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის ოთახის ზუსტი მდებარეობა დადგენილია. იმ ადგილზე მუშაობის შემდეგ მაშველებმა კრისტიანის ფეხსაცმელებს მიაგნეს. მისი აგენტის თქმით, თერმულმა კამერებმა ნანგრევების ქვეშ 5 სიცოცხლე აღმოაჩინეს, თუმცა, დაზუსტებით მათი ვინაობის დადგენა შეუძლებელია.
Footballer Christian Atsu is still missing after the Turkey earthquake on 6 February, his agent has said.
— BBC Sport (@BBCSport) February 14, 2023
7 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატსუ ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თუმცა, ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.