კრიშტიანუ რონალდუს სასახლის მშენებლობამ მეზობლები შეაწუხა
უკვე დიდი ხანია კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში საოცნებო სახლს იშენებს, სასახლე ამ მომენტისთვისაც კი ყველაზე ძვირ საცხოვრებლად ითვლება ქვეყანაში და ის ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. სამშენებლო მოედანი კასკაისში, ლისაბონიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს, ოჯახს უკვე 22 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, Ok Diarios-ს ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ოთხი სართულისა და 4 უზარმაზარი ლუქსის მოწყობა, სასახლის ძირითადი ექსტერიერი მინის პანელებზე იქნება დამყარებული, პორტუგალიელის ოჯახს ულამაზეს პეიზაჟზე ექნება ხედი.
რონალდუს 20-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომობილისთვის 2 უზარმაზარი ფარეხი მოეწყობა, აშენდება კინოთეატრი, სერვისების ზონა, სპორტული დარბაზი და ჩოგბურთის კორტი. იმის გამო, რომ ბიუჯეტიც გაიზარდა და სამშენებლო დროც გაიწელა, მეზობლები უკმაყოფილებას არ მალავენ.
Cristiano Ronaldo 'suffers' in search of a chef for a mansion in Portugal. He wants someone to attend to his diet and cook for his family. The chef would live in CR7's house and must master seafood, sushi and pizza. Salary: 6 thousand euros per month. pic.twitter.com/fxiE1ApJfv
— CHAMP P 1💭 (@ChampPirloWan) January 21, 2023
ჩვენ გვეგონა მშენებლობა 3 წელი გაგრძელდებოდა, სახლი იმდენად დიდია, რომ საავადმყოფოს ჰგავს. ჩემი ქუჩა საერთო სივრცეს მთლიანად მოწყვეტილია და ჩემი ბაღი მუდამ სავსეა მტვრით. ეს ყველაფერი ფარაონ რონალდუს "პირამიდის" გამო. -
სახლის დასრულებას, ყველაზე ცოტა კიდევ ერთი წელი დასჭირდება, დავიღალეთ! - რონალდუს მეზობლები/ Ok Diario
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა 2024 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, პორტუგალიელი ვარსკვლავი სამშობლოში 2025 წლის ივნისამდე არ დაბრუნდება, რადგან "ალ-ნასრთან" კონტრაქტი სწორედ ამ დრომდე აქვს. რონალდუს თქმით, პენსიაზე ის მხოლოდ მაშინ გავა, როცა 40 წელს მიაღწევს.
Cristiano Ronaldo building a retirement house in Portugal worth $21 million pic.twitter.com/QmrvBz8A6k
— Brain-God 🤲💎 (@KhaiyeWizzy) June 14, 2022