Belive

კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთიდან განსაცვიფრებელი შეთავაზება მიიღო

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა. მისი კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და პორტუგალიელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა რამდენიმე სანდო წყარომ განაცხადა, რომ მას კლუბის დატოვება სურს. "წითელი ეშმაკებისთვის" გასული სეზონი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა. ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც კი ვერ შეძლო. პორტუგალიელ ვარსკვლავს ძალიან სურს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაში და სწორედ ამან მიაღებინა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება. "იუნაიტედის" ფანებში მცირე ოპტიმიზმი შეინიშნება. ისინი ფიქრობენ, რომ ერიკ ტენ ჰაგი შეძლებს პორტუგალიელის შენარჩუნებას და მისი ფორმაციის გუნდის მთავრი ლიდერიც გახდება. სხვა საკითხია, რამდენად გამოიძებნება გუნდი, რომელიც შეძლებს რონალდუს მოთხოვნების დაკმაყოფილებას. "სპორტინგი", "ბაიერნი", "ჩელსი", "პარი-სენ ჟერმენი" ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელსაც აქტიურად უკავშირებდნენ რონალდუს. ოთხშაბათს საღამოს გავრცელდა განმაცვიფრებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ანონიმურმა კლუბმა კრიშტიანუს საოცარი კონტრაქტი შესთავაზა. CNN პორტუგალიისა და TVI-ს განსაცვიფრებელი რეპორტაჟი ამტკიცებს, რომ არაბული კლუბი რონალდუს, ორი სეზონის განმავლობაში, ანაზღაურების სახით 211 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

  ეს ნიშნავს, რომ რონალდუ ყოველწლიურად დაახლოებით 105 მილიონი ფუნტს, კვირაში 2 მილიონი ფუნტს, ყოველდღე 280 000 ფუნტს, ყოველ საათში 12 000 ფუნტს, ყოველ წუთში 200 ფუნტს და ყოველ წამში 3 ფუნტს მიიღებს.

სხვა სტატიები