კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ ალ-ნასრის, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება - პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის კასტრომ ოფიციალურად დაადასტურა.
კრიშტიანუ რონალდუ არ ითამაშებს ალ-დუჰაილთან მატჩში, რადგან უამრავ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გადაიღალა. ვიცი, რომ ყველას სურს მისი მოედანზე ხილვა, თუმცა დასვენება რონალდუსაც სჭირდება. ის არ არის მზად, მაგრამ ჩვენ ბევრი ვარსკვლავი გვყავს. რონალდუმ 48 საათის წინ შეუცვლელად ითამაშა, მანამდე კი მოედანზე 120 წუთი გაატარა, შესაძლებლობების ზღვარი არსებობს და სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ მომავალ შეხვედრაში მან დაისვენოს. - ლუის კასტრო
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამ სეზონში, საუდის არაბეთის პრო ლიგაში, შესანიშნავად გამოიყურება, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 თამაშში მას 21 გოლი დაუგროვდა. ალ-ნასრის, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ 1 ქულა სჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად, ალ-დუჰაილის წინააღმდეგ კი ამ ქულის მოპოვებას რონალდუს გარეშე შეეცდებიან.