Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "საფრანგეთის ჩემპიონატი საუდის არაბეთის ჩემპიონატზე უკეთესი არაა"

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანუ რონალდუ The Globe Soccer Awards-ის ცერემონიაზე იმყოფება, სადაც მრავალ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა საკუთარ წარმატებაზე ისაუბრა (წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა), დიდი ქება გაუგზავნა პეპ გუარდიოლასა და მის "მანჩესტერ სიტის", ყველაზე ხმაური განცხადება, რომელიც გააკეთა და რომლითაც დამსწრეებს აპლოდისმენტები მოსწყვიტა, საუდის არაბეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატების შედარებას ეხებოდა.

წლის საუკეთესო ბომბარდირი

მე ვიყავი საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში. წარმოიდგინეთ, შევძელი და დავამარცხე ისეთი ახალგაზრდა "ცხოველი", როგორიც ერლინგ ჰოლანდია. ძალიან ვამაყობ ჩემი მიღწევით, არადა მალე 39-ის გავხდები! მომწონს, როცა ჩემში ისევ ეპარებათ ეჭვი და ამას წარმატებით ვპასუხობ. კრიტიკა არასდროს მოქმედებდა უარყოფითად. - აღნიშნა რონალდუმ

საუდის პრო ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი

მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ "ალ ნასრში", ეს დიდი ნაბიჯია. საუდის არაბეთი პროცესშია, ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევენ უმაღლეს დონეს. ვფიქრობ, საუდის არაბეთის პრო ლიგა იქნება მსოფლიოს საუკეთესო სამ ლიგას შორის. საუდის არაბეთში ხალხი იამაყებს.

საუდის არაბეთის ლიგა საფრანგეთის ჩემპიონატზე უარესი ნამდვილად არ არის. პრო ლიგა უფრო კონკურენტუნარიანია ვიდრე ლიგა 1, შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წლის შემდეგ, ჩვენ უკვე უკეთესები ვართ, ვიდრე საფრანგეთის ლიგა. -

პეპ გუარდიოლასა და მანჩესტერ სიტიზე

რონალდუმ დიდი ქება უძღვნა გუარდიოლასა და მანჩესტერ სიტის, პორტუგალიელის აზრით, ქალაქელებს საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. კრიშტიანუმ სიტის ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა და აღნიშნა, რომ გუნდი მთავარ ევროპულ ტიტულს წინა წლებშიც იმსახურებდა. მანჩესტერ სიტის აქვს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგების კარგი შანსი. ფავორიტები? მანჩესტერ სიტი, მადრიდის რეალი, ბაიერნი”.

მას კიდევ ერთხელ ჰკითხეს პენსიაზე გასვლის შესახებ და რონალდუს პასუხმა დარბაზი გაახალისა: „როდესაც ვიგრძნობ, რომ აღარ შემიძლია - დავამთავრებ, პენსიაზე გავალ... შეიძლება 10 წელიწადში?!“

კრიშტიანუ რონალდუმ 2023 წელს 54 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მან უკან ჩამოიტოვა კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და ჰარი კეინი.

სხვა სტატიები