Belive

კრიშტიანუ რონალდუ Rolex-ის ფირმის ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ Rolex-ის ფირმის ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელი გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი ერთ-ერთია იმ ორ აქტიურ ფებურთელს შორის, რომელმაც თავისი სათამაშო კარიერის განმავლობაში 1-მილიარდ ფუნტზე მეტი გამოიმუშავა - ეს მხოლოდ მესიმ და რონალდუმ შეძლეს. ამავდროულად რონალდუ ახლახანს ყველა დროის მეხუთე ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენად დასახელდა. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე რონალდუსთვის Rolex-ის 371,000 ფუნტიანი საათის შეძენა განსაკუთრებულ სიძნელეებთან დაკავშირებული არ ყოფილა.

Daily Star-ის ცნობით პორტუგალიელმა Rolex-ის ფირმის ძვირადღირებული საათი 2019 წელს, სერია A-ში თამაშის დროს შეიძინა. საყურადღებოა, რომ საათის ღირებულება ამ დრომდე უცვლელი რჩება - მისი საბაზრო ღირებულება 371,000 ფუნტი იყო და ახლაც ასეა. საათია 18-კარატიანი თეთრი ოქროსგან შედგება, ჩარჩო და სამაჯური ღირებულებას კიდევ უფრო უმატებს, 30-კარატიანი ბრილიანტის თვლები კი საათს ბაზარზე არსებული პრაქტიკულად ყველა სხვა საათისგან განსხვავებულს ხდის.

სხვა სტატიები