Belive

კრიშტიანუ რონალდუ: "ჩემი თვითმიზანი 1000 გოლი არ არის"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ, "ალ ჰილალთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი თვითმიზანი 1000 გოლის გატანა არ არის და მოგებული თამაშის შემდეგ, პირველ რიგში ამაზე საუბარი უადგილოა. "ალ ნასრმა" მეორეადგილოსანი ალ ჰილალი 1:3 დაამარცხა და რონალდუმ დუბლი შეასრულა, აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელს აქამდე არ ჰოქნდა გატანილი ალ ჰილალის კარში.

ბიჭებო, მოდით ვისიამოვნოთ მომენტით. მე არ მივსდევ 1000 გოლს. თუ ეს მოხდა, შესანიშნავია. თუ ეს არ მოხდა, უბრალოდ არ მოხდა და მორჩა.

გამარჯვების მომენტი ყველაზე განსაკუთრებულია და არა ის, რაც ან იქნება, ან - არა. ეს იყო შესანიშნავი გამარჯვება, მაგრამ არა იმიტომ, რომ მე გავიტანე, ჩვენ ვითამაშეთ შესანიშნავად გასვლით შეხვედრაში, ფანტასტიკურ გუნდის წინააღმდეგ, ეს ყოველთვის რთულია, - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ

არაბეთში ყოფნის მესამე წელს, ფანები ისევ ელოდებიან, რომ ალ ნასრი პრო ლიგის გამარჯვებული გახდება, თუმცა ეს ამ სეზონშიც რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მეორეადგილოსან ალ ჰილალთან ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულა გახდა, "ალ იტიჰადი" შესანიშნავად გამოიყურება და რონალდუს გუნდს 7 ქულით უსწრებს, თანაც ისე, რომ ერთი მატჩი მარაგში აქვს.

რაც შეეხება რონალდუს გოლების რაოდენობას: ლგენდას კარიერაში 931 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ 69-ჯერ გატანა რჩება იმისთვის, რომ უნიკალურ შედეგს მიაღწიოს.

სხვა სტატიები