"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა:
"ფინალის წინ, "ლივერპულის" ფეხბურთელები კარტინგზე წავედით. რბოლის დროს აღმოვაჩინე, რომ მუხრუჭი გაფუჭებული იყო. ჩემს წინ დირკ კუიტი და ხაბი ალონსო მიდიოდნენ, მე კი ჩემს თავს ვკითხე: რომელი უფრო მნიშვნელოვანია გუნდისთვის, კუიტი თუ ალონსო? საბოლოოდ კუიტს დავეჯახე," აღნიშნა კრაუჩმა.
შეგახსენებთ, რომ 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი იტალიურმა "მილანმა" მოიგო - ორი გოლი ფილიპო ინძაგიმ გაიტანა, "ლივერპულის" მხრიდან კი გოლის გატანა სწორედ დირკ კუიტმა მოახერხა.